ვფიქრობ სიკვდილზე


ვფიქრობ სიკვდილზე და რაღაც სხვაზე
და ჩემს გარშემო ფიქრების ტყეა.
ისევ მარტო ვარ სევდიან გზაზე,
ისევ შაბათის მზიანი დღეა.

ეს ჩემი გული ისევ ის არი
და ეს დღეები სევდისფერია.
გაქრა აგვისტო, როგორც სიზმარი,
დღეს მხოლოდ ოთხი სექტემბერია.

ალბათ მოვა დრო, მეც არ ვიქნები
და ჩემი მტერი მიწა მგონია.
ისევ ახლოა შენზე ფიქრები,
ისევ ახლოა ეს მაგნოლია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი