წუხს როიალი ბაღის მახლობლად
წუხს როიალი ბაღის მახლობლად და მოდის გზიდან სხივთა კრებული. ალბათ, სადღაც შორს, ვიღაც ნაღვლობდა, აქაც დარდია გამეფებული. წუხს როიალი, მე რაღაც მტკივა, დავტოვებ თბილისს და წავალ დასთან. ვნახოთ, ეს ფიქრი სანამდე წავა, ვნახოთ, ეს ტანჯვა სანამდე გასტანს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი