სიჩუმე და სიმარტოვე
ჩემი სული სიზმარია, ბედზე დარდი მივატოვე. და მე ასე მიხარია სიჩუმე და სიმარტოვე. დღესაც ბაღში ვიმალები, როგორც თეთრი მდუმარებ და მიზიდავს გრიგალივით სიჩუმე და მწუხარება. მაღლა თეთრი აივანია, გლოვა ისევ აინთება. ახლა ჩემი სავანეა სიჩუმე და გარინდება.
წყარო: www.gpoets.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი