სიცოცხლე
საღამო მოდის, წვიმის წვეთები უახლოვდება ჩინარს და ალვას. ღმერთო! მომკალი, მე გევედრები, ახლა სიცოცხლე ფერფლია ალბათ. ახლა საღამო უფრო წყნარია, თეთრი ოცნება კვდება ახლავე. სადღაც ქალები ჩუმად მღერიან, ვფიქრობ სანთელზე, მოდის ეს ღამე. საღამო მოდის, წვიმის წვეთები უახლოვდება ჩინარს და ალვას. ღმერთო! მომკალი, მე გევედრები, ახლა სიცოცხლე ფერფლია ალბათ.
წყარო: www.gpoets.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი