მივყვები გაყინულ რიყეს ..
მივყვები გაყინულ რიყეს, სიცივე ძაღლივით მიყეფს. სიცივე ღელავს და მიტევს, მე ვგავარ უთუოდ ქრისტეს. ქალაქსაც ძვალ-რბილში უვლის სიცივე დ თებერვლის სული. სხვა ზეცა მპირდება ამინდს, წმინდაო მაცხოვარ, ამინ!.. მივყვები გაყინულ რიყეს, სიცივე ძაღლივით მიყეფს.
წყარო: www.gpoets.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი