ვერ გიღალატე შენ, ჩემო თავო ..
ვერ გიღალატე შენ, ჩემო თავო, ახლა სასწაულს მხოლოდ მე ველი. და მე ვატყობდი: დრო მკლავდა, დაო, და დრო მიჰქროდა შეუმჩნეველი. თვალები სდუმდნენ და ცრემლებს ღვრიდნენ და ნელა ქროდნენ წამები თრთოლვის. იყო საღამო და უფრო ყვითელ შუქის გარშემო ბრწყინავდა თოვლი.
წყარო: www.gpoets.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი