ღამე ოთახში
გამომეღვიძა,ლამპა ჩამქრალა, ოთახში ბნელა,ფიქრი გროვდება და შიშმა ისევ ამაკანკალა და თითქოს ვიღაც მიახლოვდება. ეს როიალიც კუბოს მსგავსია და კუბოსავით მოსჩანს კამოდიც თითქოს ოთახში ვიღაც კაცია, თითქოს კიბეზე ვიღაც ამოდის. ქარმა ფანჯარას ტოტი მოარტყა, ეს მოლანდება მაინც რა იყო? თითქოს ჩემს ოთახს ვიღაც მოადგა და თითქოს უცებ კარი გაიღო!
წყარო: www.gpoets.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი