ახლა ასეა, რა იყო წინათ ..


ახლა ასეა, რა იყო წინათ,
ახლა ეს დარდი უფრო კარგია.
სადღაც ნისლია, სადღაც იწვიმა,
სადღაც ღრუბლები ცაზე გარბიან.

მე შენზე ვფიქრობ და არა სხვაზე,
დაიღლებიან თვალები მზერით.
ალბათ იქ, სადღაც, შორეულ გზაზე
ვიღაცა მიდის და ნელა მღერის.

არის ფიქრები ცისფერ წვიმაზე,
არის უცნობი ქალის პირობა.
შენ კარგად იცი, რომ ვარ, ძვირფასო,
და ჩემი სული რომ უძიროა.

წყარო: www.gpoets.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი