სიჩუმე და სიბნელე
ცეცხლი მსგავსია ჩემი ფიქრების და სადღაც მივსდევ ცისფერ ზმანებას. მოცემულ სხეულს ვერ ვურიგდები, მაგრამ ჩემია და მენანება. სისხლი იქცევა, მე ვერ ვისვენებ, ეს გული ისევ დაისრულია. იქ მინდა, სადაც მეფობს სიბნელე, სადაც არ ისმის ხმები სრულიად. ეს უდაბნოა და მარტო მე ვარ, (დგება ლანდივით დღე ნაწვიმარი). ვიცი, სხეულმა რომ დამატყვევა, ტანი – ციხეა, მე – პატიმარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი