1921 *


ახლა ეს ფიქრი სხვა სამარეა,
მოვიდა ქარი, ხე შეარხია.
და საქართველო ეს ის მხარეა,
სადაც ცოცხალი ხალხი მარხია.

ციხეში ვზივართ, გარეთ მთვარეა,
შორს გაუსხლავი ლურჯი ბაღი.
და საქართველო ეს ის მხარეა,
სადაც ცოცხლად მარხია ხალხი.

მასობრივი რეპრესიების დროს იყო შემთხვევა, როცა დაჭრილი მეომრები მკვდრებთან ერთად დაუმარხავთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი