ძვირფას დებს (მაშოს და ზოზიას)


რა ვქნა მას შემდეგ დიდი ხანია,
რაც არ მინახავს ჩემი სოფელი.
მარტო მივდივარ, ჩუმი ღამეა,
მივდივარ ასე შეუცნობელი.

პოეტს ცისფერი ოცნება დაღლის,
რადგან სიცოცხლე მეტად რთულია.
და მესიზმრება ის ჩვენი სახლი
რომელიც უკვე გაყიდულია.

მე შემიყვარეს ბევრმა გულებმა,
(ეხლა ეს მთვარე უფრო მკრთალია)
მწამს დებო! თქვენი შეხედულება
ჩემს ცხოვრებაზე რომ მართალია.

ეხლა მარტო ვარ, ის დრო წავიდა,
როცა ქუჩაში ვახდენდი დებოშს.
ნუ დარდობთ ჩემზე, იყავით მშვიდათ,
მე მალე მოვალ ძვირფასო დებო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი