მონოლოგი უდაბნოს ყვავილზე
საოცრება წარსული, ეშაფოტზე ასული, ჩქარი და მოქანცული სიკვდილს არ ვენანები. ვარდისფერი ოცნება ქარზე შეიმოსება და იწვევს გაოცებას შორეული ალები. მოგელოდა შენ გზები, როგორც ანგელოზები და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა. როგორც ლურჯი პარიკებს, ღამე ფიქრებს არიგებს და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან. გადავყევი ამ მიზანს და ვედრებას ღამისას, ო, უფალი დამიცავს კვირეების კეცაზე. ნუგეშს რომ ვეზიარო, შენთან ვარჩევ სიარულს, სული ერთვის სიხარულს როიალის კვნესაზე. დავრჩი ბედის კუთხეში, ბრბო მიცქერის უხეში, მოვა ქალის ნუგეში საიდუმლო ქნარებით. მირაჟების კრებული არის გათეთრებული და მე გაფითრებული შენსკენ მოვექანები. მიპყრობს ავი ზმანება, თვალი ცრემლებს დანებდა, ასე კვდება ზარებთან ყვავილების სერია. ვხედავ უცხო დარბაზებს და სიბნელე მაბრაზებს, რატომ მე არ მაფასებს თარსი პერიფერია. მოგელოდა შენ გზები, როგორც ანგელოზები და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა. როგორც ლურჯი პარიკებს, ღამე ფიქრებს არიგებს და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ბრავო!