შევალ ოთახში
შევალ ოთახში, ავანთებ სანთელს, ეს თვალი ისევ ცრემლში დასცურავს. აჰა, მოვშორდი იმ კორიანტელს, რომელმაც ასე გამანადგურა. მე დღესაც ვფიქრობ და ვიწყებ წერას, რომ ასეთ პოეტს ყველაში მრევდნენ. აჰა, მოვშორდი იმ ატმოსფეროს, ძვირფასო, სადაც მე მამცირებდნენ. ალბათ ის ქალი ბოლოს ნანობდა, მე წამოვედი და ბევრი მდიეს. აჰა, მოვშორდი იმ მეშჩანობას, რომლის გარშემო მე მოვემწყვდიე. ჩემი სახელი ხომ ასე ბრწყინავს, მე მეტ სიხარულს ველი დღეიდან. აჰა, დავტოვე ის ძველი ბინა, რომელიც ჩემთვის კუბოს უდრიდა. შევალ ოთახში, ავანთებ სანთელს, ეს თვალი ისევ ცრემლში დასცურავს. აჰა, მოვშორდი იმ კორიანტელს, რომელმაც ასე გამანადგურა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი