ფიქრი დაეშვა
ფიქრი დაეშვა მაღლიდან დაბლა და ეს ამბავი მან არ იცოდა. მე ისევ ვეძებ გულისთვის საფლავს, მე ისევ ვეძებ მარადისობას. დადგა ოცნება, როგორც სამარე და სურვილები ზეცას მოება. ჩემს სულს წყურია თეთრი სავანე, ჩემს სულს წყურია უსაზღვროება. ვიგრძნობთ სამყაროს მხოლოდ მე და მზე და იმედებიც ჩემთან იქნება. მე ისევ ვფიქრობ სხვა პლანეტაზე და სიკვდილს უდრის ეს დაფიქრება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი