მთაწმინდა (ტიციან ტაბიძეს)


როგორც ლანდი, ისე ვარ

და ეს ფიქრი არ მიდის.

ასეთია თვისება

ღრუბლიანი ამინდის.



გუშინ ისევ ვნაღვლობდი,

ეს ვარდები რად მინდა?

ამოვედი მაღლობი

და ვეწვიე მთაწმინდას.



ქალაქი გავს მორიელს

(ახლა რა დროს ძილია).

აქ მარხია ორივე -

აკაკი და ილია.



როგორც ღმერთი, ისე ვარ

და ეს ფიქრი არ მიდის.

ასეთია თვისება

ღრუბლიანი ამინდის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი