სოფლის სიჩუმე


შორს მიმაქანებდა მე სულის სიჩქარე

და ვგრძნობდი, თვალებში რომ ცრემლი ყვაოდა.

გზა იყო უცნობი, გავაღე ჭიშკარი

და კვნესა მომესმა მე სასაფლაოდან.



სიჩუმეს ფანტავდა ფურცლები სიმინდის,

მოსჩანდა სამრეკლო და ლურჯი გორები.

ჩემს ფიქრებს თან სდევდა ლოცვები სიწმინდის

და ზარებს ვუსმენდი მე განმეორებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი