დატანჯულია მართლა პოეტი
დატანჯულია მართლა პოეტი, ცრემლიანია მისი თვალები. დიდიხანია მე რომ მოვედი, დიდიხანია, რაც ვეწვალები. ყოველი წამი ბოლოს მიმატებს და სოველია ციხის ფანჯრები. დიდიხანია, რაც დავიბადე, დიდიხანია, რაც ვიტანჯები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი