მიდის დაღლილი ხალხი


მიდის დაღლილი ხალხი,

ძვირფასო, შენთან მეც ვარ.

ჩანს დაღვრემილი ბაღი,

ჩანს ღრუბლიანი ზეცა.



ბაღში იცინის ვიღაც,

ირგვლივ ჩრდილია ისევ,

მივსდევ საკუთარ იღბალს,

საკუთარ ტირილს ვისმენ.



ვხედავ სიცოცხლის ბოლოს,

ვგრძნობ სასიკვდილო დაღლას.

ძირს ბალახია მხოლოდ

და ფოთლებია მაღლა.



მიდის ქუჩისკენ ხალხი,

ძვირფასო, შენთან მეც ვარ.

ჩანს დაღვრემილი ბაღი,

ჩანს ღრუბლიანი ზეცა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი