ახლა საღამო ხომ...
ახლა საღამო ხომ ცისფერია (სადღაც ქარები მთაზე ტიროდნენ). მე დასვენება არ მიწერია, ყოველთვის მინდა, რომ მივდიოდე. სული დაფარეს ღამის ჩრდილებმა, ახლა ცხოვრება სხვა ნაპრალია. თუ ვტოვებ გი ის შტაბეჭდილებას, დაო, ეს მხოლოდ გრძნობის ბრალია. მე ახლა ისევ დარდით ვივსები, მივდივარ ნელა და საღამოა. მე დასვენებას ვერ ვეღირსები, სანამ სიკვდილი ჩემთან არ მოვა. ახლა საღამო ხომ ცისფერია (სადღაც ქარები მთაზე ტიროდნენ). მე დასვენება არ მიწერია, ყოველთვის მინდა, რომ მივდიოდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი