ქართველო ქალო!
როგორ დავწერო? როგორ გითხრა? რომ მოისმინო ჩემი სიტყვები! გულში ჩაუშვა და იქ ჩამარხო! რა უნდა გავაკეთო ამისთვის ქართველო ქალო? როგორღა გითხრა, რომ არ გიხდება – არც “გაძერსკება,” არც გაბოზება, არც თავისუფალი ქალობა, და არც ევროპელობა! როგორ დაგანახო მითხარი ეს? როგორ გადაგაჩვიო ლანძღვა-გინებას, ჭორაობას, განკითხვას, სიგარეტს, ხვილიკვით ფერის შეცვლას, ვულგარულად გაპრანჭვას, ტუჩების დაპრუწვას, ქუჩაში მკერდ-ამოყრილ სიარულს, უზომოდ მოკლე კაბებს, ტაძარში შარვილით სიარულს და სხვა მრავალ არასაკადრის საქმეს? როგორღა აგიხსნა, რომ ეს ყველაფერი – არის ცუდი! და უფალს, არ ესათნოება! როგორღა აგიხსნა, რომ შენ ხარ ქართველი, ნათელღებული, მართლმადიდებელი ქრისტიანი და სხვებს კი არ უნდა ბაძავდე, არამედ ქრისტეს მცნებებით ცხოვრობდე! (რაც არ უნდა გოიმობად მიაჩნდეს ხალხს!) მანდილს წელზე კი არა – თავზე უნდა იხვევდე! სამოსს, სხეულის დაფარვის მიზნით უნდა იცმევდე და არა ვაჟთა საცდურში ჩაგდების! (სექსუალურობისთვის…) ტაძარში მხოლოდ დღესასწაულებზე კი არ უნდა მიდიოდე(მოდის გულისთვის), არამედ ყოველ წრივა-ლოცვაზე! ასე უცხოვრია, შენს წინაპრებს, ჯვარცმული(სიყვარულის) ღმერთის მცენებებით! შენ რა დაგემართა? რამ აგირია გონება? ვის უყურებ? ვისგან სწვალობ? ვის ჰბაძავ? როცა წინაპრად, თვით წმ.ქეთევან წამებული გყავდა, წმ.თამარ მეფე, მოციქულთა სწორი ნანა დედოფალი და სხვანი… რომელი უცხოელი “ვარსკვლავი” შეედრებოდა თამარს სილამაზით? ქეთევანს გამბედაობით, და ნანა დედოფალს სიწმინდით? შენ კი მათ ელტვი! ქართველო ქალო! ერის ბურჯო და დასაყრდენო! გთხოვ, გევედრები, რომ გონს მოეგო!გამოფხიზლდე და შენს ნამდვილ მოწოდებას დაუბრუნდე! გახდე სრული, როგორც შენი ზეციური მამაა სრული! ღმერთს ებარებოდე და ემსგავდებოდე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი