.. რისთვის ვარ აქ, რა მიზნით?
არ ვიცი, რისთვის ვარ აქ, რა მიზნით. საერთოდ თუ აქვს ჩვენს არსებობას რაიმე კონკრეტული მიზანი, ისიც არ ვიცი. იქნებ თავად უნდა ავირჩიოთ - რისთვის ვართ. იქნებ ეს არავის განუსაზღვრია წინასწარ. ან იქნებ მართლაც განსაზღვრულია და უბრალოდ უნდა მივაგნოთ ამ მიზანს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ჭეშმარიტებაზე ხელი არ მიმიწვდება, მაგრამ როცა სახრებას ვკითხულობდი, ყოველთვის მეგონა, ის ავაზაკი უნდა ვყოფილიყავი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ადამიანები იცვლებიან და პირველი შევიდა სასუფეველში. ისე, ნდომით კი სულ იოანე მოციქულის ადგილზე მინდოდა ყოფნა, ქრისტეს საყვარელი მოწაფის, რომელმაც საიდუმლო სერობაზე მკერდზე მიაყრდნო თავი იესოს და ჯვარცმის ბოლო წამებამდე უერთგულა, როდესაც სხვა მოციქულები და მოწაფეები შეშინებულები გაიქცნენ. ყველაზე ახალგაზრდა და გამოუცდელი აღმოჩნდა ყველაზე ერთგული. მიუხედავად იმისა, რომ იუდას, ჰეროდეს, პილატეს, კაიაფას და მისთანებს უფრო ვგავარ ჩემი ცხოვრების ფორმით, მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შევძლებ და დავემსგავსები იოანეს თუ არა, იმ ჯვარცმულ ავაზკს მაინც, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ დავამტკიცო - ადამიანებს დღესაც შეუძლიათ შეცვლა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი