ნ ი ა ვ ი


თაღიან აივნებს
მოივლის,
გაიგნებს გზას,
პოეტის კოცნებს და ოცნებებს
მთვარეზე აიყვანს.
ქაშვეთში ილოცებს,
მიიტანს მიმოზებს, ბზას,
მერე ინახულებს ჩემს ცისფერ აივანს...

ო, ქცევა ქურდული
რად უნდა შურდულის მსგავსს?!
ან ლამაზ ბეღურებს ასე რად აციებს?!
მისი სიარული ქალების გალობას ჰგავს
და ჩემს აკაციებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი