სიყვარული
შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?! არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება. სიყვარული მთაში ირმის ძახილია და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება. სიყვარული ცრემლებია დაკარგული, იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _ სიყვარული ტალღააო ნაკადულის, თუ წავიდა, აღარ მოვა. მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია, ეს ალვები მეჩვენება გოგონებად, ეს ლექსები მაშინდელი ქარებია და ტკბილ-მწარე მოგონება. შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი