ვ ე ლ ა დ
გზაზე ნისლი ამიცურდა, ვით ნიავი დანაბერი. ველად მხოლოდ ია მსურდა, ია, მეტი არაფერი. ვეძებე და ძლივს ვიპოვე ბუჩქის ძირას ანაფეთქი. ჩუმად მკითხა: გინდივარო? მე შემრცხვა და... არა-მეთქი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი