ქვიშის საათი
მიახლოვდება სამოცდაათი და, სამწუხაროდ, ვგრძნობ, რომ ვბერდები. როგორც უბრალო ქვიშის საათი _ ზემოთ ვიცლები, ქვემოთ ვბევრდები. ფიქრს მოსწყინდება რიალ-რიალი, სულს გაეყრება ცოდვილი ხორცი. დავრჩები ზემოთ სიცარიელე, ხოლო ქვემოთ კი _ პატარა ბორცვი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი