უპასუხო კითხვები


« _ ტომ! _ პასუხი არ არის».
მარკ ტვენი

არსი არსებობისა
იდუმალი რამეა.
ჩვენ არ ვიცით, რა გველის,
იქ დღეა თუ ღამეა?
სულეთს მზე ანათებს თუ
მთვარის მკრთალი კამეა?
ყველგან სიმღვრივეა თუ
ზოგან სიკამკამეა?

ეს კითხვები ჩვენს სულში
ისრის დარად ისობა,
მაგრამ განა პასუხებს
ისვრის მარადისობა?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი