ბოლო განწყობილება
სინამდვილე მივატოვე და ოცნება ვინამდვილე, წლებს თმა-წვერი მივათოვე, წლითიწლობით ვიმარტვილე, წილად მერგო სიმარტოვე და ცხოვრების სიმარტივე. აღარც მინდა, რამეს ვმკიდე, ყველაფერი სულერთია. სულო ჩემო, ცოტა კიდევ _ იქით უკვე სულეთია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი