მთაწმინდიდან დევნილი..
მთაწმინდიდან დევნილი მეიდანში ვსახლობ, საიათნოვას მეზობლად, იეთიმ გურჯთან ახლო. ერთი ჭიქა მაღირსე, სირაჯხანის დახლო, ხმა ყელში გაჩხერილი ლექსად ავიმაღლო, ჩემს თავს ვუთხრა: გამაგრდი, ნურაფერზე ნაღვლობ, კოჭლობით არ მოკვდები, ქალაქელო ძაღლო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი