მრჩობლედები
სიზიფე ვერ გამიგია, ამ დიდებულ მთასთან ჭიდილი თქვენს წყლის ნაყვაზე უფრო ფუჭი რატომ გგონიათ?! 1990. უტოლობა უსამშობლოოდ სახელმწიფო ვერ იარსებებს, უსახელმწიფო სამშობლო კი რჩება სამშობლოდ. 1990. ვეფხვი და მოყმე ახლა ისინი გამოდიან ყოველდღე ცირკში, იღებენ ხელფასს, ძლივსძლივობით არჩენენ დედებს. 1990. ვინ იცის? ვინ იცის, იქნებ ცხოვრებისგან გაბეზრებული ყვავები რარიგ შენატრიან დღემოკლე პეპლებს?! 1990.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი