ოსანა


დღეს ყველა ჩლიქოსანმა
ცაში შეიფრთოსანა,
ო ს ა ნ ა !

და ყველა სარეველამ
წაიზამბახ-სოსანა,
ო ს ა ნ ა !

მოზმუილე რქოსანმა
იგალობ-იმგოსანა,
ო ს ა ნ ა !

მარგალიტად საღდება
ჯანდაბა და დოზანა,
ო ს ა ნ ა !

ერის ავლადიდება
ბაზრის დახლზე იდება,
ორ გროშად იყიდება,
დ ი დ ე ბ ა !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი