იუმორესკები


1. ნასმურევზე
(აპოლინერისებური)
ეძღვნება თელავში: ბაადურ ბალარჯიშვილს,
თბილისში: დათო მაღრაძეს

დილა.
ლოგინში ზმორება ნელი.
მზემ ფანჯარაში შემოჰყო ხელი
და სიგარეტი მომაკიდებინა.
თავდაყირა დგას ჩემი კიდობანი...
აქ გდია ქოში,
იქ _ ცალი წინდა...
დღეს მუშაობის არა მაქვს ხოში.
დალევა მინდა.

2002.
2. უარი - ორევუარი

მქონდა ოდითგან ოცნება ორი _
ოდნავ მბჟუტავი და შორზე შორი.

ვცადე სიზიფეს ლოდის ატანა
მაგრამ სიბერემ მითანდათანა,

და გავისტუმრე ორივ უარით
თავაზიანი «ორევუარით».

2003.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი