ბოლო სადღეგრძელო
ესეც ჩემი იღბალი თუ ბედი _ გამიფრინდა სიხალისის მტრედი. ესეც ჩემი იღბალი თუ წერა _ ქვეყანაზე აღარაფრის მჯერა. სიბრძნე, ღვინო, დუდუკი თუ ქალი, ყველაფერი ამ ჭიქაში ვკალი. შესასმელი დამრჩა ბოლო ჭიქა: ჭირი აქა, ხოლო ლხინი იქა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი