ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო ..
ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო და მომინდა ხეტიალი ქართან, ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა აშრიალდა შენი კაბის კალთა... ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი, მაგ ღიმილის გახსენების გარდა; დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი მოგონების საჩრდილობლის კართან. უძილობის თეთრ თოლიებს მისევს გახსენება მაგ ანთებულ თვალთა და ფიქრებში გათენდება ისე, როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი