ადრეა
ღამეა და ქარები, მთვარე ბადრია, სად მიგეჩქარება, ჯერ ხომ ადრეა?.. შემოდგომაა, ღამეა, გული კი ისეა, თითქოს მზის ჟამია, თითქოს მაისია. ახლა ხომ ალერსით დათრობის წამია; ხეებსაც ჩაესმით, ეს ცაც მოწამეა, რომ უსიყვარულოდ სისხლია უჩქეფი; უსმინე, ფარულად რას ხმობენ ბუჩქები: _ ტრფობით ალეწილნი ქვეყნად სანამ ვართო, იყოს სიყმაწვილე _ ქართა სანავარდო. შენ კი... კვლავ ჰქრიან ქარები და მთვარეც ბადრია, სად მიგეჩქარება, ჯერ ხომ ადრეა?!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი