შემოდგომის დღე
ქარს გაახელებს სურნელი მიწის და ნდომის ჟინი გაავერაგებს, ნოემბრის ხენი ჰკარგავენ სირცხვილს და ქარს ატანენ ყვითელ პერანგებს. მეზობლის ცოლი დარდობს ადრევე და წვიმის შიშით ვეღარ ისვენებს; თან ეზარება ქოლგის წათრევა, თან კატასავით უფრთხის სისველეს. ქუჩებში უკვე არ ჩანს არავინ, ციდანაც წვიმის წვეთები ცვივა; ქალაქს ღრუბლები რუხად ფარავენ და თმების ვარცხნით ერთობა წვიმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი