8 აგვისტო
პოეზიისთვის თავის თავი ვინ გაიმეტა, ერთი ფიქრის ქვეშ თავისი დღე ვინ დააღამა. ახალი ლექსი გამიტაცებს ახალ იმედით, ეს არ იქნება “სევდის ბაღი“ და არც “შახმანე“. ვინ დაინახა გარმონია მსრბოლავ ღრუბლების და ზღვის ტალღების აღსარება ვინ გაიგონა, უნდა მოვიდეს დრო ნეტარი, დრო დაუფლების, აღდგეს ყოველი შექსპირულ და უკვდავ სტრიქონად. ვინც ითვლის ღამით იდუმალ ხმებს და ვისთვისაა მთელი მდინარე გაწოლილი ქალი ტიტველი, იქნებ პოეტი ჭეშმარიტი მხოლოდ ისაა - თავის ოცნების გამომტანი და ამზიდველი. იგი პოეტს ხმით იმღერებს, ვისაც არ სძინავს, რომ მთვარე - ფარჩა მთელ ქვეყანას ავსებს ოცნებით, ვისთვისაც ტალღა თვითეული აქმდის ბრწყინავს, ვით ოფელია, სიცოცხის და მზის სხივოსნებით. იქნება არის პოეზია პატარა ჩიხი, სადაც ალვის ხე დგას ყოველთვის ცაში აჭრილი, იქნება არის პოეზია სურამის ციხე, ზურაბის კვნესით და გატანჯულ მისი აჩრდილი.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი