FATA – MORGANA
დიდხანს ვიყავი ბოგემა სარკის მე – საიქიოს მთვარით ნაბური. და მომენატრა ცის უფრო კარგის მზე ოქროსფერი და უდაბური. მაგრამ დილის და შუადღის ალებსF ღონემიხდილი მე ძლივს ავიტან. ელეაზარი – სული კანკალებს, დაბრუნებუილ ცივ საფლავიდან. მე მზის წყურვილი ვერ მოვიკალი და მენატრება ახალი კანნა. ჩნდება უეცრად, როგორც გრიგალი, უცხო დაისის ფატა-მორგანა. ათრთოლებული დაისი არის ელიზიუმი ნაცნობ ლანდების, და აქვითინდა სიმები ქნარის, და ჰქრიან ქარნი სარაბანდების. გადავარდები როგორც ჯამბაზი დაისში თავით – ღვთისგან ქებული, და ვით პეპელა იწვის ლამფაზე, მე დავიწვები გაბრწყინებული.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
Dzalian magonebs udidesi poetis, chemi dzmis, gabriel jishkarianis poezias !