INTERIEUR - პირველი


ავანთებ სანთელს სრუბელის წინ მოთენთილ ხელით
გადავშლი ბოდლერს გადვიკითხავ მის,,მარტოობას",
მეტყვიან ლანდნი,უცხო ლანდნი:,,ისევ მოგელით,
შემოგვიერთდი ახლობელო, გიცხადებთ ძმობას.

ჩვენ შეგვიყვარდა შენი სახე, ჩვენსავით მკრთალი,
შენი ოცნება უიმედო,გრძნობა სნეული,
ნუ შეგაშინებს ღამისფერი ჩვენი შრიალი,
ჩვენი ალერსი, ჩვებნი კრთოა, ხმა შორეული.

დღეს გესალმება წყვდიადიდან შენ ჩვენი გუნდი.
გემუდარებით, რომ იწამო ჩვენი ძღაპარი.
ჩააქრე ცეცხლი, სამშობლოში ისევ დავბრუნდი-
გესმის, როგორ ქრის სასიკვდილო მარადი ქარი!

გაბედე მხოლოდ, უარყავი ეს გრძნობა ძნელი,
სინათლე მზისა და დღეების განმეორება,
და შენ მიხვდები, თუ რა არის მთვარის სურნელი,
და შენ გაიგებ თუ რა არის ლანდის ცხოვრება!"

ავახელ თვალებს და გაქრება ლანდთა ღრუბელი,
-ჩემს წინ ბოდლერი, გადაშლილი ვით სახარება;
გიჟურ თვალებით შემომხედავს ჩემი ვრუბელი,
სინამდვილეში დაბრუნება დამეზარება.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი