დელფინი და მედუზა
მზეს დაობლებულს, სხივდანაწურავს კვლავ ჩასვენების დაუდგა რიგი. მწვანე მედუსა ზღვაში დასცურავს და თითქო ვინმეს დაეძებს იგი. იგი დაეძებს ჰამლეტის სასძლოს - გემების სათუთ მფარველ მადონას, უსირინოზოთ მან ვეღარ გასძლოს, სხვა თავის გულში ვერ აბატონოს. მისი მეტოქე – დელფინი შავი მას, მოციმციმეს დაუწყებს ბრძოლას, ვისთვის იქნება ეს წუთი ავი, ვინ გაიმარჯვებს, სპეტაკი, ბოლოს? ტალღის აღმართზე ჩნდება არსება - ნახევრათ ზევსი, ნახევრათ ქალი. მიმზიდველ მთვარეს ზღვა ეთარსება, უცხო დუმილის იშლება რკალი. ვით ავი სკრიპკა და ყრუ მიზრაფი, მტრები ერთმანეთს ჩუმად ხვდებიან და ორივენი ელვის სისწრაფით, როგორც აჩრდილნი იღუპებიან.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი