კაკლის ხე


ხეებს შორის შენ გადიდებ, უჩვეულო,
ეგ შენი ჩრდილი და სურნელი შეუდარები
ყოველთვის მათრობს გამოუთქმელ დიდ ნეტარებით
რჩეულთა შორის მზის ნადიმზე გამორჩეული

დედამიწაზე მარალიტის ცად დაფრქვეულო,
გიყვარს ზაფხული, გამჭვირვალე მისი დარები,
ყველაზე მეტად შენ შენ სოფელი გიყვარს ღარიბი,
ცხელ ქვეყნებიდან ჩვენს მხარეში ძმად მოწვეულო!

შენს მძლავრ ფესვებთან წყაროების ტკბილია ცემა.
შენი ნაყოფის რარიგ გიყვარს ფერო და გემო,
თვითონ მზეს ხიბლავს შენი მწვანის ტკბილი სურნელი.

ტყის მეფეს გავხარ და სნებათან ხარ გამკურნელი,
შენი ფოთოლი მირჩევნია ალვის ხის ფოთოლს
და შენი ტანი - მინარეთის სალოცავ გოდოლს.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი