მე სარკეში
ვინ არის სარკის უფსკრულიდან რომ მევლინება, ვისი თვალები ემუქრება ჩემს ფერმკრთალ თვალებს? ნუთუ მიცქერის საკუთარი ჩემი ჩვენება? ნუთუ ჩემს გულში მისტიური შიში იალებს? მისი ღიმილი ჩემში ბნელად გაიშრიალებს. უშიშარი დღის დაიკარგა ცხადი ხსენება. თეთრი ოცნება გადარჩენის თოვლივით დნება. დამწვარ სხეულის ჩემს გარშემო სუნი ტრიალებს. ასე სასტიკად რად მიცქერი მწუხარე ლანდო, ჩემი წამება, ულმობელო, შენ ვინ მოგანდო? ვინ გაგიმთვარა აგზნებული ტანჯული სახე, სარკის მორევში ათრთოლებით რომ დავინახე? გადიდდა სარკე - ზვირთებიან ზღვად გარდაქმნილი და მმის ტალღებში იძირება ჩემი აჩრდილი.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი