მიზეზიანი ტრფობა
მიდიხარ ნაზად მისცურაობ ვით სირინოზი და ჩემს თვალებში სილამაზის ჩვენებას სტოვებ, მე შენს ფეხის ხმას, ვით მარგალიტს, ისევვაგროვებ, მაგრამ არ ვიცი, თუ რაშია შენი სინაზე. შენ ლამაზი ხარ,მაგრამ ისე, როგორც სხვა ბევრი და გარეგნობით, ბანოვანო, არ განსხვავდები, მე ვეღარ მივხვდი თუ რა არის ტრფობისთავდები, ამას ვერ მეტყვის აღტაცებულ გრძნობათა ტევრი. ამას ვერ მეტყვის შენი ხალი, ამაყი წარბი, ვერც დაისივით მოელვარე შენი ფრჩხილები. თუმცა ჩემს ცქერას დაკვირვებულს შენეფრთხილები, მაინც გიყურებ ვნებიანი და ალბათ ხარბი. იქნება მხიბლავს შენი ტანი ტკბილად რხეული, ფეხების რხევით შეიფართლა ჩემი გონება, მაგრამ შენს ფეხებს ჩემი გული არ ემონება და სულ სხვა არის ჩემი ტრფობა ალმორეული. შენ ზედა ტუჩი მაღალი გაქვს და სევდიანი, ის მთვარის სხივმაგაასივა,ვით ფუტკრისს შხამმა, ავადმყოფ ტუჩის პირველადვე ნახვა მეამა, ალბათ მასშია ჩემი ტრფობა მიზეზიანი.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი