ძაღლის სიმღერა
ბნელ შუაღამით დატვირთული წუთი გვიანი, დავეძებ რითმას ჩემს ხსოვნაში თვით სიკვდილისთვის. მესმის სიმღერა და ვკანკალებ - არ ვიცი რისთვის, მესმის სიმღერა უვარსკვლავო და წვიმიანი. ეს არის ძაღლი, ეს არ არის ადამიანი, ჩემს სულს და ღამეს მიუნდვიათ ქვითინი მისთვის. შეირხა წუთი დანიშნული ფერმკრთალ ძილისთვის- უცხო სიმღერის დამეწვეთა ხმა შხამიანი. ძაღლი იტანჯის მარტოობით და შავი ღამით, მას ჩემი გული ესალმება მწარე სალამით. ძაღლი ადუმებს თავის კვნესას და ისევ იწყებს... ო! ამ სიმღერას ჩემი სმენა ვერ დაივიწყებს, ღამის წყვდიადში ვიღუპებით, ვქრებით ჩვენ ორი და უკვდავ ყორნის მაგონდება მე,,Nevermor"-ი
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი