წუმწუმების სიმღერა
დღეს წუმწუმები დაიწვა ბევრი. მკვდარ პეპლებივით ქუჩაში ყრიან. ხმაურობათა დადუმდა ტევრი და წუმწუმების ისმის არია: `როგორც მიზრაფნი, სწრაფად ვიალებთ, კოლოფი არის სკრიპკა ირიბი, ჩვენ პაგანინის ხელში ვტრიალებთ, და თავისმკვლელი გვატარებს ჯიბით, ჭლექი ასულის კვლავ მოლანდება, ეს მოგონება მაინც კარგია: - როგორც კაპრიზი, ჩვენი ანთება უყვარდა ლილი მეუნარგიას. არავინ ფიქრობს ჩვენს გასვენებას, და კატაფალკი აღარ მოვიდა, ამაოთ ველით ლოცვით ხსენებას, თუ ვინმე ნაზი დაგვიგლოვდება! ჩვენი იღბალი, ჩვენი დარდები ვინ დაიტირა გულით კეთილით? დღეს თუ ხვალ ტალახს ჩვენ ჩავბარდებით, ბორბალით, ფეხით გადაკვეთილი. არა! მოაწევს მაჩაბლის ღამე. ქარი დაბერავს სხვა გარინდებით, და რომ ვარსკვლავთა ვნახოთ სიამე, ვით წეროები, გადავფრინდებით~.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი