სულში გამყმუის ..
სულში გამყმუის ქარი აშარი, და მზერა ისევ შხამში იწება, დავრჩი ერთი კლდის ფინჩხა- ნაშალი და ერთი ლექსის შეკოწიწება... გუმანით ვეძებ ბოლო საბუდარს. კართან მიბია ხსოვნა მსახურად, და ვწვალობ ასე- კუბოს, საკუთარს, საკუთარ ხელით ვარგებ სახურავს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი