შენ ახლა ჩემსკენ ..
შენ ახლა ჩემსკენ მოხედვაც გიჭირს, მე კი- მე მაინც შენთვის ვილოცებ, სანამ ხელოსნის შავ-თეთრი ნიჭი გადამხატავდეს მარმარილოზე... რა ვქნა, თუ თავი ვერაფრით გარგე, ეს წლებიც ტყვიას ტყვიაში აჯენს, და ჩემს სიმაღლე გაბზარულ სარკეს ჩამოაფარებს ჭვარტლისფერ ნაჭერს. მოვალ მე ალბათ დიდი ხნის წინათ, თაფლის სანთლის და ვარდების წვაში, როცა დაურბენს საფლავებს წვიმა და როვა წვიმა ქვაზედაც წამშლის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი