შენ, დავიწყებულ ზამთრის რტოებში ..
შენ, დავიწყებულ ზამთრის რტოებში, დაეძებ ფერს და დაკარგულ ბგერებს, და ჩემს უხსოვარ სიმარტოვეში ისევ ბრუნდები დიდი ხნის მერე. მწარე მორწმუნის წესით და რიგით გავედრებ ჩემი ცხოვრების დომხალს... და ისევ იქ ვარ, იმ საზღვარს იქით- კაციც რომ ხარ და ფრინველიც რომ ხარ. მე მოგანატრებ გასაფრენ სივრცეს და ჟრუანტელით გაკვამლულ ბუხარს, რომ თუ ხარ ქალი - ფრინველად იქცე, რომ ქალად იქცე ფრინველი თუ ხარ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი