შენზეა ცრემლი და შროშანი ..


შენზეა ცრემლი და შროშანი, როს ჟამი ცრემლივით გამაშრობს...
ვინ იცის, ჯერ იქნებ შორს არი, ჯერ სიცოცხლობანას ვთამაშობ.
ვთამაშობ და გამჩენს ვბარდები და შენსკენ მახედებს გუმანი
- შორსაა ჯერ სველი ვარდები, შორსაა ბახი და შუმანი.
დრო გამყავს, სიცოცხლის ხემსიდან ჭურჭელი რჩება და სარქველი,
შორსაა ჯერ ბოლო ლექსი და პალატა, სკამი და სარკმელი...
როდესაც მუზებიც გამრიყავს, სამარეს, ხორცმა რომ მიაგნოს,
დავაწერ სიკვდილის თარიღად ბოლო ლექსს, სიკვდილის დიაგნოზს...
ვარ შხამით მოყვრის და მოშარის. სანამ დრო ძვალივით გამაშრობს.
ჯერ იქნებ, ვინ იცის, შორს არი, ჯერ სიცოცხლობანას ვთამაშობ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი