ფოთლების მიჰყვება გაფითრება ..
ფოთლების მიჰყვება გაფითრება ოცნების იჭვიან მონახაზს, აწი მერცხალიც გაფრინდება, უფრო თბილ ცხოვრებას მონახავს. გაჰყვება ოცნების პანაშვიდებს ზღაპარი დამსხვრეულ ზღუდეების... აწი სიკვდილივით დამამშვიდებს სიმშვიდე ცარიელ ბუდეების; ...მერცხლებს უნუგეშოდ ეცისფრებათ ხსოვნის გაცრეცილი აკვარელი... ...მე კი ბუდეები მესიზმრება სხვენზე შემოდებულ აკვანივით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი