ციკლიდან-კარდიოლექსები
ოპერაცია ღია გულზე ფიქრები რეანიმაციის პალატაში იმ ღალატის ხაფანგიდან რა მიხსნის და რა მომარჩენს, გული როცა გადამიხსნეს ის ღალატი ამომაჭრეს: გულში რაც ვთქვი, ხმამაღლა რო ვერ ვთქვი-პირში ბურთი ჩამჩრეს... გული როცა გადამიხსნეს ის სათქმელი ამომაჭრეს... რაც ვეფერე და ვერიდე ამდენ ახვარს, ამდენ ჩაჩნებს, რაც ახვრებმა მიჩათლახეს ამომაჭრეს-როცა გამჭრეს... აწი, რაკი შევეჩვიე, ამ სიბერეს, ამ სიქაჩლეს, აწი ვიღა მიღალატებს, ვინ მაცდუნებს, ვინ რას მაჭმევს... აწი, მაგრამ რაღა დარჩა სანამ ქვაზე ამომფხაჭნეს....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი